Wednesday, June 29, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
გეომეტრიული ფიგურები
სწავლების საფეხური
 VII კლასი 
პედაგოგი
ზ. ნათენაძე
აქტივობის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ გაარჩიო სხვადასხვაგეომეტრიული ფიგურები ,მოახდინონ მათი ამოცნობა. ფიგურების აღწერა და ერთმანეთთან შედარება, ამოხსნან მარტივი გეომეტრიული ამოცანა, იპოვონ პერიმეტრი
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ.
მოთელვა-3  წთ
გაკვეთილის დაწყებამდე ვაკრავთ დაფაზე გაკვეილისგანრიგს
გონებრივი იერიში-10 წთ
მასალის განმეორების და განმტკიცების მიზნითბავშვებს ვეკითხებით რომელი ფიგურებივიცით,დაფაზე ვწერთ:სამკუთხედი,კვადრატი........
მოსწავლეებს მაგიდაზე ექნებათ წინდაწინ გამოჭრილი ფიგურები, დასახელებულ ფიგურას მოსწავლე დებს  გამზადებულ ფორმატზე დახატულ გემში, პარალელურად ახასიეთებს დასახელებულ ფიგურას და ასე ვაგრძელებთ ყველა ფიგურაზე.
ვიდეოს ჩვენება-5 წთ
პროექტორის საშულებით ვაჩვენებ ზღაპარს „გეომეტრიული ფიგურები“ და მოვახდენთ მის ანალიზს.დავსვამ კითხვებს:
რით განსხვავდება წრე სხვა გეომეტიული ფიგურებისგან?
რატომ დარჩა ნაწყენი წრე?
დაასახელეთ ისეთი საგნები რომელსაც აქვს წრის ფორმა?
პრაქტიკული სამუშაო-2წთ.
პატარებს გავახსენებ „წითელქუდას“ ზღაპარს დავეტყვირომ წითელქუდას ჩვენთვის საინტერესოგეომეტრიული სამუშაო მოჰქონდარომელიც ტყისბინადრებმა სპეციალურად ჩვენთვის შეადგინესმაგრამტყეში მსუნაგი მგელი გადაეყარამასალა წაართვა დახუთკლიტუში გამოკეტათან დააბარაიმისათვისრომ ბავშვებმა გეომეტრიული მასალა დაიხსნან,საჭიროა შევამოწმოთროგორ იციან არითმეტიკაო.პატარები ხალისით დამთანხმდებიან გამოამჟღავნონთავიანთი ცოდნა და შეასრულებენ შემდეგ დავალებას,რომელიც მომზადებული მექნება ფორმატის ფურცლებზე.
1.    X+34=76 
2.    89-X= 15
3.    X-(32+16)=10
4.    მააზიაში  ტელევიზორი ღირს 25 ლარი, ანამ გადაიხადა 10 ლარიანი და 20 ლარიანი, რამდენ ლარს დაუბრუნებს გამყიდველი ანას?
5.    ლუკამ რიცხვი 5 გაასამმაგა, დაუმატა 3 და მიღებული პასუხი გაანახევრა.რა რიცხვი მიიღო ლუკამ?
დავალებების ამოხსნის შემდეგ გავხნით კონვერტს და წავიკითხავთ წითელქუდას გამოგზავნილ დავალებას.
მართკუთხა AMNK ოთკუთხედის AM გვერდი არის 10 სმ, MN გვერდი კი 12 სმ, იპოვეთ მოცემული ფიგურის პერიმეტრი?
შეფასება-2 წთ
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაასახელებენ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს,
რესურსები
მათემაიკის სახელმძღვანელო, მეორე კლასი-გ.გოგიშვილი, დამხმარე  სახელმძღვანელო : რუხაძე
კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი, გეომეტრიული ფიგურები, ფორმატები.

No comments:

Post a Comment