საინტერესო იყო ტრენინგ კურსი. მომეწონა. მადლობა განათლების სამინისტროს...
Saturday, October 1, 2016
Saturday, September 17, 2016
დღე მე5
გასულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გავამარე, მოვამზადე პროექტის თემის პრეზენტაცია...
გავეცანი საავტორო უფლებებს, რჩევებს ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ, გავეცანი საავტორო უფლებების ნებართვის წერილს.
წყაროს ციტირებას, ციტირების მაგალითებს და ასე შემდეგ
გავეცანი საავტორო უფლებებს, რჩევებს ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ, გავეცანი საავტორო უფლებების ნებართვის წერილს.
წყაროს ციტირებას, ციტირების მაგალითებს და ასე შემდეგ
Wednesday, June 29, 2016
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
„გეომეტრიული ფიგურები“
|
სწავლების საფეხური
|
VII კლასი
|
პედაგოგი
|
ზ. ნათენაძე
|
აქტივობის მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ გაარჩიონ სხვადასხვაგეომეტრიული ფიგურები ,მოახდინონ მათი ამოცნობა. ფიგურების აღწერა და ერთმანეთთან შედარება, ამოხსნან მარტივი გეომეტრიული ამოცანა, იპოვონ პერიმეტრი
|
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ
|
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ.
მოთელვა-3 წთ
გაკვეთილის დაწყებამდე ვაკრავთ დაფაზე გაკვეთილისგანრიგს
გონებრივი იერიში-10 წთ
მასალის განმეორების და განმტკიცების მიზნითბავშვებს ვეკითხებით რომელი ფიგურებივიცით,დაფაზე ვწერთ:სამკუთხედი,კვადრატი........
მოსწავლეებს მაგიდაზე ექნებათ წინდაწინ გამოჭრილი ფიგურები, დასახელებულ ფიგურას მოსწავლე დებს გამზადებულ ფორმატზე დახატულ გემში, პარალელურად ახასიეთებს დასახელებულ ფიგურას და ასე ვაგრძელებთ ყველა ფიგურაზე.
ვიდეოს ჩვენება-5 წთ
პროექტორის საშულებით ვაჩვენებ ზღაპარს „გეომეტრიული ფიგურები“ და მოვახდენთ მის ანალიზს.დავსვამ კითხვებს:
რით განსხვავდება წრე სხვა გეომეტიული ფიგურებისგან?
რატომ დარჩა ნაწყენი წრე?
დაასახელეთ ისეთი საგნები რომელსაც აქვს წრის ფორმა?
პრაქტიკული სამუშაო-25 წთ.
პატარებს გავახსენებ „წითელქუდას“ ზღაპარს დავეტყვი, რომ წითელქუდას ჩვენთვის საინტერესოგეომეტრიული სამუშაო მოჰქონდა, რომელიც ტყისბინადრებმა სპეციალურად ჩვენთვის შეადგინეს. მაგრამტყეში მსუნაგი მგელი გადაეყარა, მასალა წაართვა დახუთკლიტულში გამოკეტა. თან დააბარა, იმისათვისრომ ბავშვებმა გეომეტრიული მასალა დაიხსნან,საჭიროა შევამოწმოთ, როგორ იციან არითმეტიკაო.პატარები ხალისით დამთანხმდებიან გამოამჟღავნონთავიანთი ცოდნა და შეასრულებენ შემდეგ დავალებას,რომელიც მომზადებული მექნება ფორმატის ფურცლებზე.
1. X+34=76
2. 89-X= 15
3. X-(32+16)=10
4. მაღაზიაში ტელევიზორი ღირს 25 ლარი, ანამ გადაიხადა 10 ლარიანი და 20 ლარიანი, რამდენ ლარს დაუბრუნებს გამყიდველი ანას?
5. ლუკამ რიცხვი 5 გაასამმაგა, დაუმატა 3 და მიღებული პასუხი გაანახევრა.რა რიცხვი მიიღო ლუკამ?
დავალებების ამოხსნის შემდეგ გავხნით კონვერტს და წავიკითხავთ წითელქუდას გამოგზავნილ დავალებას.
მართკუთხა AMNK ოთკუთხედის AM გვერდი არის 10 სმ, MN გვერდი კი 12 სმ, იპოვეთ მოცემული ფიგურის პერიმეტრი?
შეფასება-2 წთ
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაასახელებენ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს,
|
რესურსები
|
მათემატიკის სახელმძღვანელო, მეორე კლასი-გ.გოგიშვილი, დამხმარე სახელმძღვანელო : რუხაძე
კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი, გეომეტრიული ფიგურები, ფორმატები.
|
შეფასება
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-1
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც
საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად
იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და
გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად
გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის
მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე
დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე
დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
Saturday, June 25, 2016
სასწავლო პროექტი
1. პროექტის სახელი:
" გოგაშენი „
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
·
გოგაშენის ისტორია, კულტურა, ტრადიციები;
3. პროექტის აქტუალობა:
·
მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის,
გოგაშენის, ისტორიას;
·
მოიპოვებენ რაიონის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
4. პროექტის მიზნები:
·
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით,
·
სტატიის მომზადება;
·
თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
·
მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები ) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: X კლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა: ორი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
·
ექსკურსიები;
·
ფოტო მასალა;
·
ვიდეო მასალა;
·
ნახატები;
·
ჩანაწერები;
·
ესეები;
·
სტატიები ამ მხარის შესახებ;
·
საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა;
·
პროექტის ვებ-გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·
კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა;
·
საჭირო ლიტერატურა;
·
ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
·
ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
·
ჯგუფების შექმნა;
·
ფუნქციების განაწილება;
·
კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება დედოფლისწყაროს
შესახებ ისტორიული მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს - ლეგენდების, თქმულებების მოძიება, კვლევა მათი წარმოშობის შესახებ, ზოგ მოსწავლეს - ცნობილ
თანარაიონელთა შესახებ მონაცემების შეგროვება.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
·
მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
·
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
·
პრეზენტაციის უნარი;
·
მსჯელობა;
·
წერითი სამუშაო.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია,
ბიოლოგია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციოტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
ისტ.X.8. მოსწავლეს შეუძლია
ისტორიული თემის დაწერა.
ქართ. X.
16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების
გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):ზურაბ ნათენაძე
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: zurabinatenadze5@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:zurabnatenadzeblogopotcom
Subscribe to:
Posts (Atom)