Saturday, October 1, 2016

მე-9 დღე

საინტერესო იყო ტრენინგ კურსი. მომეწონა. მადლობა განათლების სამინისტროს...

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, September 25, 2016

მე-7 დღე
დღეს დავასრულეთ  ბუკლეტის  შედგენა
მოსწავლის  პრეზენტაცია

Saturday, September 24, 2016

დღე-მე-6
გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდონამუშევრებს
მოვამზადე ბუკლეტი

Saturday, September 17, 2016

დღე მე5

გასულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გავამარე, მოვამზადე პროექტის თემის პრეზენტაცია...
გავეცანი საავტორო უფლებებს, რჩევებს ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ, გავეცანი საავტორო უფლებების ნებართვის წერილს.

წყაროს ციტირებას, ციტირების მაგალითებს და ასე შემდეგ

Wednesday, June 29, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
გეომეტრიული ფიგურები
სწავლების საფეხური
 VII კლასი 
პედაგოგი
ზ. ნათენაძე
აქტივობის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ გაარჩიო სხვადასხვაგეომეტრიული ფიგურები ,მოახდინონ მათი ამოცნობა. ფიგურების აღწერა და ერთმანეთთან შედარება, ამოხსნან მარტივი გეომეტრიული ამოცანა, იპოვონ პერიმეტრი
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ
თანმიმდევრობა:
აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ.
მოთელვა-3  წთ
გაკვეთილის დაწყებამდე ვაკრავთ დაფაზე გაკვეილისგანრიგს
გონებრივი იერიში-10 წთ
მასალის განმეორების და განმტკიცების მიზნითბავშვებს ვეკითხებით რომელი ფიგურებივიცით,დაფაზე ვწერთ:სამკუთხედი,კვადრატი........
მოსწავლეებს მაგიდაზე ექნებათ წინდაწინ გამოჭრილი ფიგურები, დასახელებულ ფიგურას მოსწავლე დებს  გამზადებულ ფორმატზე დახატულ გემში, პარალელურად ახასიეთებს დასახელებულ ფიგურას და ასე ვაგრძელებთ ყველა ფიგურაზე.
ვიდეოს ჩვენება-5 წთ
პროექტორის საშულებით ვაჩვენებ ზღაპარს „გეომეტრიული ფიგურები“ და მოვახდენთ მის ანალიზს.დავსვამ კითხვებს:
რით განსხვავდება წრე სხვა გეომეტიული ფიგურებისგან?
რატომ დარჩა ნაწყენი წრე?
დაასახელეთ ისეთი საგნები რომელსაც აქვს წრის ფორმა?
პრაქტიკული სამუშაო-2წთ.
პატარებს გავახსენებ „წითელქუდას“ ზღაპარს დავეტყვირომ წითელქუდას ჩვენთვის საინტერესოგეომეტრიული სამუშაო მოჰქონდარომელიც ტყისბინადრებმა სპეციალურად ჩვენთვის შეადგინესმაგრამტყეში მსუნაგი მგელი გადაეყარამასალა წაართვა დახუთკლიტუში გამოკეტათან დააბარაიმისათვისრომ ბავშვებმა გეომეტრიული მასალა დაიხსნან,საჭიროა შევამოწმოთროგორ იციან არითმეტიკაო.პატარები ხალისით დამთანხმდებიან გამოამჟღავნონთავიანთი ცოდნა და შეასრულებენ შემდეგ დავალებას,რომელიც მომზადებული მექნება ფორმატის ფურცლებზე.
1.    X+34=76 
2.    89-X= 15
3.    X-(32+16)=10
4.    მააზიაში  ტელევიზორი ღირს 25 ლარი, ანამ გადაიხადა 10 ლარიანი და 20 ლარიანი, რამდენ ლარს დაუბრუნებს გამყიდველი ანას?
5.    ლუკამ რიცხვი 5 გაასამმაგა, დაუმატა 3 და მიღებული პასუხი გაანახევრა.რა რიცხვი მიიღო ლუკამ?
დავალებების ამოხსნის შემდეგ გავხნით კონვერტს და წავიკითხავთ წითელქუდას გამოგზავნილ დავალებას.
მართკუთხა AMNK ოთკუთხედის AM გვერდი არის 10 სმ, MN გვერდი კი 12 სმ, იპოვეთ მოცემული ფიგურის პერიმეტრი?
შეფასება-2 წთ
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაასახელებენ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს,
რესურსები
მათემაიკის სახელმძღვანელო, მეორე კლასი-გ.გოგიშვილი, დამხმარე  სახელმძღვანელო : რუხაძე
კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი, გეომეტრიული ფიგურები, ფორმატები.

შეფასება

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას